კარბის საჯარო სკოლამ სემესტრი ორიგინალურად დაასრულა
04-01-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წლის 1-ლი სემესტრი ორიგინალურად დაასრულა. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის ონლაინ ფორმატით თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.

ინტელექტუალური შეჯიბრი სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი კათედრის ინიციატივით გაიმართა. ​ორგანიზატორი იყო ისტორიის პედაგოგი დავით ინაური, მხარდამჭერები - ლეილა ჩიტაური, ლალი მურაჩაშვილი, გვანცა გვიმრაძე და ნინო კოლოტაშვილი.

„შეჯიბრება წარიმართა ორ ტურად. მოსწავლეებმა პასუხი გასცეს 15-15 კითხვას, მეორე ტურში საუკეთესო შედეგის ოთხი მოსწავლე გადავიდა, სადაც მათ ჰქონდათ გადანაწილებული კითხვები სხვადასხვა საგნიდან. 1-ლი ადგილით სკოლის ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გახდა მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ძაბახიძე, მე-2 ადგილზე გავიდა ელზა გნოლიძე (მე-8კლასი). მე-3 და მე-4 ადგილები გადაინაწილეს მაია გვიმრაძემ და ოთარ რაზმაძემ (მე-9 კლასი). შეჯიბრება ძალიან ორიგინალური და საინტერესო იყო, შესვენების დროს მოსწავლეებმა გაიხსენეს სასწავლო პროცესის დროს კურიოზები, შემოგვთავაზეს პაროდიები. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევა დაძლევადია“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203