„თამილა მასწავლებელი“ - ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
31-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - „თამილა მასწავლებელი“ გადაიღეს.

პროექტში მე-6, მე-8 და მე-9 კლასელი გოგონები მონაწილეობდნენ.

ფილმი მოსწავლეებმა პედაგოგ თამილა კურბანოვას მიუძღვნეს, რომელიც სოფელ ჯავშანიანის მკვიდრია. 

ფილმი მოსწავლეებმა პროექტის - „კინო სკოლაში“ ფარგლებში გადაიღეს. პროექტში მოსწავლეები პედაგოგმა ელნურ ველიზადემ ჩართო, რომელიც ამავე დროს მსახიობიც გახლავთ.

„თამილა მასწავლებელი“ - ესეც ჩვენი უჭკვიანესი ბავშვების გადაღებული დოკუმენტური ფილმი. პროექტში ვინც მიიღო მონაწილეობა იყვნენ მე-6, მე-8 და მე-9 კლასელი გოგონები. ბავშვებო ვამაყობ თქვენით“,- წერს ელნურ ველიზადე სოციალურ ქსელში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203