„ნუ მოჭრი ნაძვის ხეს, არამედ მორთე ის“​ - ჩხორიის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
31-12-2020

სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, (ხელმძღვანელი მაია არახამია) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში პროექტი - „ნუ მოჭრი ნაძვის ხეს, არამედ მორთე ის“ განხორციელდა.

„აქციაში - „ნუ მოჭრი ნაძვის ხეს, არამედ მორთე ის !“ აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა. მოირთო სკოლის ეზო. მოსწავლეებმა მშობელთა ჩართულობით დაამზადეს სხვადასხვა საახალწლო აქსესუარები, შექმნეს პოსტერები, კედლის გაზეთები, მოეწყო კუთხე-გამოფენა და პანდემიის პერიოდში შეიქმნეს საახალწლო განწყობა.

კონკურსის შედეგად, რომელიც ჩატარდა ფარული კენჭისყრით, გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ საახალწლო საჩუქრებითა და დიპლომებით. ყველა აქტიურ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203