ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დეკორატიული ბუხარი დაამზადეს და საკლასო ოთახი საახალწლოდ მორთეს
31-12-2020

თიანეთის მუნიციპალიტეტის ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. ბავშვებმა წინასაახალწლო განწყობა ხელნაკეთი ნამუშევრებით შექმნეს.

მოსწავლეებმა მუყაოსგან დეკორატიული ბუხარი დაამზადეს და საკლასო ოთახში განათავსეს. მათ არც ფიფქების დამზადება გასჭირვებიათ.

ბავშვებისთვის დღე ძალიან სახალისო იყო და ნამუშევარმა საახალწლო განწყობა შეუქმნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203