დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრებიან
31-12-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ტრადიციებზე ვიდეორგოლი მოამზადეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

საინტერესო საახალწლო პრეზენტაციაში მოსწავლეებმა მეკვლეობის ტრადიციაზეც ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს, თუ როგორია ტრადიციული საახალწლო სუფრა საქართველოს სხვადასხვა მხარეში.

პრეზენტაცია მოსწავლეებმა პედაგოგ დარიკო ხვედელიძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს და პროექტებს სთავაზობს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203