კოკოტაურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ისტ და ჩვენი შესაძლებლობები“ განხორციელდა
31-12-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ისტ და ჩვენი შესაძლებლობები“ განხორციელდა. 

პროექტის ხელმძღვანელი იყო ხელოვნების მასწავლებელი ნატო შაინიძე.

„პროექტის ღირებულება 17000 ლარს შეადგენს, მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, რომელშიც უამრავი აქტივობა შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო განათლების მიმართულებით, მოხდება კინო ჩვენებები და განხილვები, დისკუსიები რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. კოკოტაურის სკოლა მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციას პროექტის დაფინანსებისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203