
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დისტანციურ რეჟიმში დიდი სიყვარულით მიულოცეს მასწავლებლებს და თავიანთ მეგობრებს დამდეგი შობა-ახალი წელი.
საზეიმოდ გამოწყობილმა მე-5კლასის მოსწავლეებმა ნაძვის ხესთან ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და იმხიარულეს, შემდეგ კი საახალწლო ზეიმი ვიდეოს სახით გააზიარეს.
პატარების აქტივობებმა მასწავლებლებსაც შეუქმნა საახალწლო განწყობა.
იხილეთ ვიდეო