გაიცანით ვერნების სკოლის პედაგოგი მანანა აბულაძე, რომელიც მომავალ თაობებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის და სკოლის წარმატებული მომავლისთვის შრომობს
30-12-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლა პედაგოგ მანანა აბულაძეს გვაცნობს, რომელიც წლებია მომავალ თაობებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის და სკოლის წარმატებული მომავლისთვის შრომობს.

„ხულოს მუნიციპალიტეტის ვერნების საჯარო სკოლის პედაგოგები, Etaloni.ge-ს საშუალებით ვერნების საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელ და ფიზიკის პედაგოგ მანანა აბულაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც წლებია მომავალ თაობებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდის და წლების განმავლობაში მოღვაწეობს ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სივრცეში.

კეთილსინდისიერი, წინდახედული ქმედებისთვის და სანიმუშო საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, მასწავლებლების როლის გაუმჯობესობის პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლაში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, ამ პროცესში ჩართული პედაგოგების ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის სკოლის დირექცია და პედკოლექტივი. სამაგალითო, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და უდიდესი ნიჭის მქონე პედაგოგი ბრძანდებით, რომელიც ვლინდება თქვენს პროფესიონალიზმში და კეთილსინდისიერებაში, რომელიც ყოველთვის მისაბაძია თითოეული პედაგოგისათვის, რომელსაც უანგაროდ მივყავართ თქვენისთანა პატიოსანი სულის პედაგოგამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მრავალ წელს ვერნების საჯარო სკოლის საგანმანათლებლო კერაში“,- ნათქვამია პედაგოგთა წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203