
„შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს“ - 24 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საშობაო ტრადიციებთან დაკავშირებით პრეზენტაციები ჩატარდა.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელმა და ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ სამსონიძემ სადამრიგებლო, მე-5 კლასს წარმოუდგინა პრეზენტაციები თემაზე: „შობა დიდ ბრიტანეთში“, „საშობაო ტრადიციები - საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“ და მოაწყო ანიმაციური ტიპის ვიდეო ჩვენება შობასთან დაკავიშირებით, ინგლისური სუბტიტრებითა და ქართული გახმოვანებით.
ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თომა ლობჯანიძემ წარმოადგინა powerpoint-ში მომზადებული პრეზენტაცია სახელწოდებით „შობა და საშობაო ტრადიციები იტალიაში“,
ხოლო ამავე კლასის მოსწავლემ მარიამ ლობჯანიძემ ისაუბრა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სახალისო და უცნაური საშობაო ტრადიციების შესახებ.
დამრიგებელმა მოსწავლეებს საშობაო ღია ბარათები გადასცა და ბედნიერი დამდეგი შობა-ახალი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები