ველევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ლიზი გოგსაძის „მინი მუზეუმი სკოლაში“
30-12-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ ლიზი გოგსაძემ პროექტი -„მინი მუზეუმი სკოლაში“ მოამზადა.

„ლიზიმ ვირტუალურად იმოგზაურა მუზეუმებში, გაეცნო სამუზეუმო სივრცეებს, შეისწავლა მუზეუმში ქცევის წესები და გადაწყვიტა თავადაც შეექმნა მინი მუზეუმი.

ლიზი ქართული ფულის ერთეულებით დაინტერესდა, ექსპონატებად ინტერნეტში მოძიებულ მასალასთან ერთად ოჯახებში შემორჩენილი მონეტებიც შეარჩია. დაამზადა პოსტერი და თეონა მასწავლებელს წარუდგინა.

არდადეგების შემდეგ უფროს მეგობრებსაც გვპირდება გაცნობას. მოუთმენლად ველით ლიზის პრეზენტაციას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203