
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დისტანციური საახალწლო ღონისძიებით სახალწლო განწყობა შექმნეს. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.
„პატარებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრები გვაჩვენეს. მადლობა ასეთი განწყობის შექმნისთვის მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს. გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერების ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2021 წელი, გისურვებთ წარმატებებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები