
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო დანელია პირველკლასელებთან ერთად გატარებულ პირველ სემესტრს აფასებს და მადლობას უხდის პატარების მშობლებს გვერდში დგომისა და თანამშრომლობისთვის.
„I კლასის პირველი სემესტრი დავასრულეთ..ვიმედოვნებ, მთავარი და მნიშვნელოვანი შევძელით..თუმცა მოულოდნელი არაფერი იყო, ველოდით, რომ გადავინაცვლებდით ვირტუალურ საკლასო ოთახში, რომელიც პირველი კლასისთვის დიდ სირთულედ მივიჩინე, რადგან ვშიშობდი საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს ახლადშექმნილ ურთიერთობას...
ჩვენი პირველი გაკვეთილი და პირველი შეხვედრა ონლაინ პლატფორმაზე...
პატარების გაბრწყინებული მზერა და გაოცებული სახეები, პაწაწინა გულებიდან წამოსული ემოციური ოქროს ფრაზები: „მასწავლებელო მიყვარხართ…“ „მასწავლებელო მომენატრეთ“ -დაუსრულებლად მეორდებოდა, ვიდრე პირველი სემესტრის დასასრულამდე..
ამაზე დიდი ფუფუნება რა უნდა ინატროს მასწავლებელმა?!
ჩვენ მართლაც შევძელით მთავარი და მნიშვნელოვანი, თქვენი საუკეთესო მშობლების თანადგომით..მადლობა თითოეულ მათგანს ურთულეს სიტუაციაში თქვენი მაქსიმალური ჩართულობისთვის, მადლობა ერთგული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ბედნიერი ვარ თქვენთან ურთიერთობით!“-წერს პედაგოგი ელისო დანელია.