
აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მიღებას ულოცავს.
როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემდგომ წამყვანის სტატუსი მასთან ერთად კიდევ ორმა პედაგოგმა მოიპოვა. მათ შორისაა, ნინა ჩორგოლაშვილი, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებელია და მაია გორდეზიანი, რომელიც მათემატიკას ასწავლის. დირექტორის თქმით, მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი გამოცდის ჩაბარებით მოიპოვეს.
აღსანიშნავია, ისიც რომ სკოლის კოლექტივი მხოლოდ უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისგან შედგება.