
თბილისის N90 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ყველას ულოცავენ დამდეგ 2021 წელს. პატარებმა თოვლის პაპას წერილები მისწერეს და სანატრელი სათამაშოები სთხოვეს.
„ახალი წელი განსაკუთრებით პატარებს უხარიათ. მათთვის ზღაპრული სამყარო იქმნება, სადაც კეთილი თოვლის პაპა ყველა ბავშვს საჩუქრებს ურიგებს. მზადებას დიდი ხნით ადრე იწყებენ და თოვლის პაპასთვის წერილის დაწერაც არ ავიწყდებათ.
მერწმუნეთ არცერთ თქვენგანს გულგრილს არ დაგტოვებთ პატარების საახალწლო მოლოცვა და მათ მიერ თოვლის პაპასთვის მიწერილი წერილები, სადაც მათთვის ყველაზე სანატრელ სათამაშოს სთხოვენ ახალ წელს საჩუქრად.
მადლობა მთვარისა მასწავლებელს და მის პატარებს, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებს სითბოსთვის, გულწრფელობისთვის და ჩვენი ბავშვობაში დაბრუნებისთვის.
გილოცავთ ბავშვებო ახალ წელს და გვჯერა, რომ თქვენი ყველა ნატვრა ასრულდება“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო