ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-5 კლასში საახალწლო ონლაინ ღონისძიება ჩატარდა
30-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მე-5 კლასში 28 დეკემბერს ონლაინ ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება „თიმსის“ საშუალებით გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წლის ტრადიციებთან დაკავშირებით როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. აგრეთვე, წაიკითხეს საახალწლო ლექსები და ყველას მიულოცეს დამდეგი შობა ახლი წელი. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ონლაინ რეჟიმთან დაკავშირებით.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალით იყვნენ ჩართულები, მათ იმღერეს და იცეკვეს კიდეც. ბავშვებს ელექტრონული სიგელები გადაეცათ.

მე-5 კლასის დამრიგებელი მარიკა ჩხაპელიაა.

„გილოცავთ დამდეგ ახალ 2021 წელს! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. განსაკუთრებით ჩემი კლასის აქტიურულ მშობლებს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი მხარდაჭერისთვის და აქტიურობისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს რთული ვითარება მალე ჩაივლის და ერთმანეთს შევხდებით საკლასო გარემოშო. გუშინ ჩავატარეთ ონლაინ საახალწლო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაციები ახალ წელთან დაკავშირებით. თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ქართულ ენაზე ასევე ინგლისურ ენაში და წაიკითხეს საახალწლო ლექსები. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები ინტერნეტთან დაკავშირებით, მაგრამ საერთო ჯამში, კარგად გაართვეს თავი“,-წერს კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203