
ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს - ალექსანდრე და საბა გუგავებს მორიგ წარმატებას ულოცავს. ნიჭიერმა ბიჭებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
„2020 წლის დეკემბრის შემაჯამებელი ტესტის ოქროს დიპლომები-ოქრო ბიჭებს! დეხვირის საჯარო სჯოლა ულოცავს მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებს, ძმებს - ალექსანდრე და საბა გუგავებს მორიგ წარმატებას...
სკოლა ამაყობს თქვენით ჩვენო ჭკვიანო და საზრიანო, ბიჭებო!
მადლობა „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ემოციური და მოტივირებული შეფასებისათვის. ჩვენ ძლიერნი და მდიდარი ვართ თქვენთან ერთად!“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.