
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბუჩუკურმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა და მეორე ადგილი დაიმსახურა.
„თემის სახელი: მე ვარ ქართველი ესე იგი ვარ ევროპელი. 21 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა პროექტი „ვირტუალური საკვირაო სკოლა“, რომელშიც ჩართულები იყვნენ ბავშვები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს სოფელ ზემო ქედის პირველი სკოლის 2 მოსწავლეც: გიორგი ბექაური და ანა ბუჩუკური. პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო ტრენინგი და კონკურსი“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ მე-11 კლასის მოსწავლე ანა ბუჩუკურს ესეების კონკურსში თემით „მე ვარ ქართველი ესეიგი ვარ ევროპელი“ მეორე ადგილის აღებას.
იხილეთ ფოტო