ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე აკაკი ტერუნაშვილი სასკოლო კონკურსის -„მიულოცე მეფეს“ გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა
30-12-2020

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლე მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა.

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თაოსნობით ჩატარდა მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო კონკურსი: „მიულოცე მეფეს“. ამ საიუბილეო კონკურსში მონაწილეობა მიიღო ზერტის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე აკაკი ტერუნაშვილმა, რომელიც გამარჯვებულთა ათეულში მოხვდა. გამარჯვებულს გადაეცა დიპლომი და სასაჩუქრო პაკეტი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203