
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში კომპიუტერული სახატავი პროგრამის დახმარებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეთა პედაგოგი ნატო შაინიძე გახლავთ.
„მიუხედავად დისტანციური სწავლების უარყოფითი მხარეებისა ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სწავლებაში კვლავ შეინიშნება მოტივაცია. ამ პერიოდისათვის ბევრი სხვა აქტივობების გარდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეძლეს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (მასწავლებელი: ნატო შაინიძე) კომპიუტერულ სახატავ პროგრამაში შეექმნათ ბევრი საინტერესო ნამუშევარი.
მასწავლებელი ნატო შაინიძე მადლობას უხდის თითოეულ მშობელს გაწეული დახმარებისა და მოსწავლეთა ხელშეწყობისათვის. ულოცავს მათ დამდეგ ახალ წელს და უსურვებს ჯანმრთელობას, ხვავს, ბარაქას და მშვიდობას მსოფლიოში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
წარმოგიდგენთ მოსწავლეთა ნამუშევრებს: