აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სანტა კლაუსმა გაახარა
30-12-2020

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ​დაწყებით კლასებში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებს სანტა კლაუსი ესტუმრა. 

„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით მოგვილოცეს ახალი წლის დადგომა. შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაწყებითი კლასის მოსწავლეების გულები გაახარა სანტა კლაუსმა, რომელიც შობაზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. დიდი მადლობა ყველას.

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს სილამაზის, ბედნიერების, სიხარულის, წარმატების და ხალხის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული თქვენთვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203