
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო მიალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს.
მოსწავლეები თანატოლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საქართველოს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ.
„თქვენი მილოცვა მალამოდ ედება მონატრებას“,- ამ სიტყვებით ეხმიანება მოსწავლეთა მილოცვას პედაგოგი ოთო დანელია მოსწავლეთა ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„წელს ჩვენ ერთი „დიიიდი“ გამოცდა ჩავაბარეთ...
მათი დახმარებით ოთო მასწავლებელმა გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა...
როგორ უნდოდათ, ყველაფერს კარგად ჩაევლო.
მქომაგობდნენ გულიანად, ჯიგრულად...
ერთი თვეა ერთმანეთს მონიტორიდან გადავცემთ სითბოსა და სიყვარულს...
ერთად ვსწავლობთ უსკოლო გარემოს...
ფოიერვერკებო, ბრწყინავთ და ანათებთ...
თქვენი მილოცვა მალამოდ ედება მონატრებას...
იმედია, მალე შევხვდებით, მალე, სულ მალე...
და მერე ახალ ისტორიებს დავწერთ...
ყველაზე მეტად ის დღე დამრჩა, სიუჟეტები რომ გააკეთეთ და ქეთოს უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეთ...
21-საუკუნეში იავნანას ძალას სხვა ბევრი რამ შეაშველეთ და კახეთში გატაცებული გოგოს ამბავიც სხვანაირად დაიწერა...
ერთი პოლიციელი იყო.
მეორე-არასამთავრობო ორგანიზაციიდან.
მესამე-ჟურნალისტი...
როგორი საინტერესოები ხართ?!..
გილოცავთ ახალ წელს, ჩემო პატარა მეგობრებო!
თქვენსავით ბრჭყვიალა მომავალი დაგბედებოდეთ...
მიყვარხართ!“, - წერს პედაგოგი ოთო დანელია.