წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლე მარიამ გახოკია ესეების კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა
29-12-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ გახოკია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ესეების სასკოლო კონკურსის - „მეფე ერეკლე (გაცოცხლებული ისტორია)“ საუკეთესო ათეულში დასახელდა.

მარიამის ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძეა. 

„ხელნაწერთა ეროვნულმა არქივმა, დღეს წინასაახლწლოდ სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა ჩვენს ბეჯით გოგონას. მადლობა ცენტრს ინტელექტუალური, არაჩვეულებრივი საჩუქრებისათვის. ვულოცავთ სკოლას, მოსწავლეს და მასწავლებელს ამ წარმატებას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203