ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექცია 4 პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს
29-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა.

ესენი არიან: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლილი ინდუაშვილი, ისტორიის მასწავლებელი ქეთევან ინდუაშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლარისა საბაძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალვინა ხუბულია.

პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები პროფესიული წინსვლის სქემაში და სტატუსის ასამაღლებლად შესაბამის აქტივობებს წარმატებით გადიან.

დირექცია ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203