ორიგინალური კლასის საათი - ბათუმის N26 სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა იდუმალი სანტა-კლაუსისგან საახალწლო მილოცვები დისტანციურად მიიღეს
29-12-2020

ბათუმის N26 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მზიური დევაძის ხელმძღვანელობით, ორიგინალური საახალწლო მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს. 

26 დეკემბერს კლასის საათი ჩატარდა, სადაც იდუმალი სანტა-კლაუსისგან მოსწავლეებმა და პედაგოგმა საახალწლო მილოცვები მიიღეს. მოსწავლეებმა ერთმანეთს და დამრიგებელს დამდეგი შობა -ახალი წელი დისტანციურად მიულოცეს და საუკეთესო სურვილები უსურვეს.

„ამბობენ მასწავლებელი არ ბერდებაო, ან რა დაგაბერებს როცა ასეთი კარგი მოსწავლეები გყავს. მადლობა ჩემო IX კლასელებო“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203