წყალტუბოს N4 სკოლის დირექციამ კონკურსის - „სხვა სამყარო ჩემი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
29-12-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დისტანციურ კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ბავშვები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მოსწავლეებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის საშუალებას კიდევ ერთხელ მისცემს.

„იმედი გვაქვს, გამარჯვებული მოსწავლეები გააგრძელებენ  სკოლასთან აქტიურ თანამშრომლობას და კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება ყველა საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობის საფუძველზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203