„თქვენ არ ხართ მხოლოდ ჩვენთვის ღირებული ადამიანები, გონება და სიკეთე გამოიხატება თქვენში“-ბათუმის N8 სკოლის VII კლასის საახალწლო მილოცვა მასწავლებლებს
29-12-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები და მშობლები, დამრიგებელი ირინე მამულაძე მასწავლებლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ემოციური წერილით ულოცავენ. 

„ძვირფასო მასწავლებლებო! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! დაე, ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიხარულისა და სიკეთის მომტანი. გულწრფელად გისურვებთ თქვენი ოცნებების ახდენას. თქვენი პროფესია იმდენად კეთილშობილურია, რომ შეგვაყვარეთ ბავშვებს სწავლა. თქვენ არ ხართ მხოლოდ ჩვენთვის ღირებული ადამიანები, გონება და სიკეთე გამოიხატება თქვენში. გისურვებთ, დატკბეთ თქვენი საქმიანობით და ყოველთვის პოზიტიურები იყოთ. ვისურვებთ, რომ დამდეგი 2021 წელი იყოს დღეგრძელობის, სიკეთით, სიყვარულითა და ბედნიერებით დატვირთული წელი. ვიმედოვნებთ, რომ ახალი წელი, კიდევ უფრო მეტად წარმატებული და სასიკეთო იქნება.

უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

კეთილი სურვილებით, სიყვარულითა და პატივისცემით ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII-ე კლასის მოსწავლეები და მშობლები, დამრიგებელი ირინე მამულაძე“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203