თბილისის N39 სკოლის II კლასის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი დისტანციური ღონისძიებით დაასრულეს
29-12-2020

თბილისის N39 საჯარო სკოლის II1 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის პირველი სემესტრი ზეიმით დაასრულეს. საახალწლო ზეიმი დამრიგებელის, მაია ურიგაშვილის ხელმძღვანელობით, დისტანციურად წარიმართა. 

საღამო შთამბეჭდავი და დადებითი ემოციებით იყო სავსე. მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს, როგორც სიმღერაში აგრეთვე ლექსების მხატვრულად წაკითხვაში!  

„მოსწავლე-მასწავლებელის ურთიერთობა  დიდი სითბოთი და სიყვარულით იყო დამუხტული...ქალბატონმა მაიამ  სკაუთარი შესრულებთ უამრავი საახალწლო სიღერა უმღერა   ნიჭიერ მოსწავლეებს,   მან დალოცა თავისი პატარები და მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი   სიკეთით და სიყვარულით სავსე   სურვილებით“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203