თბილისის N106 საჯარო სკოლის 21-მა კლასმა წელს izrune.ge-ს „სუპერ კლასის“ ტიტული დაიმსახურა
29-12-2020

თბილისის ზურაბ იარაჯულის სახელობის N106 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული და მჭიდროდ მეგობრობს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ უპრეცენდენტო პორტალ izrune.ge-სთან.

პორტალმა, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა აღზრდა-განათლებაზე და ოჯახების მჭიდრო ჩართულობაზე შვილის სასკოლო ცხოვრებაში, დაარსების დღიდან მოიპოვა სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას და მასწავლებლების კეთილგანწყობა. ამ პოზიტიურ დამოკიდებულებას კი სკოლა თავისი შედეგებით გამოხატავს. „იზრუნე“ ყოველთვიურად აქვეყნებს რეიტინგს, პორტალში მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით, რომელშიც უცვლელად ლიდერობს თბილისის N106 საჯარო სკოლა.

„2019 სასწავლო წელს, სკოლას ჰყავდა „იზრუნეს“ მიერ გამოვლენილი 18 ტიტულის მქონე „სუპერ კლასი“. წელს კი, 2020 სასწავლო წლის დასასრულს, ამ წარმტებულმა სკოლამ, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 21 „სუპერ კლასით“ ასრულებს ამ სასწავლო წელს.

სკოლის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ გულორდავა ამაყობს სკოლის თითოეული მოსწავლით, მათი ოჯახებითა და მასწავლებლებით. მადლობას უხდის თითოეულ მათგანს თავდაუზოგავი, მონდომებული და წარმატებული შრომისთვის! შვილებსა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის! დიდი სიყვარულით და პატივისცემით ულოცავს დამდეგ ახალ წელს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...