ეკო-საგანმანათლებლო ლექციზე ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
01-11-2017
ქობულეთის N2 სკოლაში ეკო-საგანმანათლებლო ლექცია ჩატარდა სახელწოდებით - "საქართველოს დაცული ტერიტორიები". ლექციას კინტრიშის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტები სოფო თხილაიშვილი და გიორგი ნემსაძე უძღვებოდნენ.
ლექციაზე შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილეს: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, დაცული ლანდშაფტი...
მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ გამოავლინეს ინტერესი, უკეთესად შეისწავლონ საქართველოს ბუნება.
ლექციის ძირითადი მიზანი იყო როგორც დაცული ტერიტორიების გაცნობა, ასევე მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს