„მადლობას გიხდით, რომ ზრუნავთ ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე“-ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების წერილი დირექტორსა და პედაგოგებს
29-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა დირექტორსა და პედაგოგებს სამადლობელო წერილი მისწერეს. II კლასის მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მასწავლებლებისა და სკოლის დირექციის მიმართ.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის II კლასის მშობლები მადლობას უხდიან ამავე სკოლის დირექტორს ბატონ ტარიელ მიქელაძეს, კლასის ხელმძღვანელ დალი ტეტემაძეს, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, არ გაუცდენია ერთი წუთიც, რომ ნაყოფიერი არ ყოფილიყო მოსწავლეთა მიღწევები ყველა სფეროში. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობდნენ izrune.ge-ზე, სადაც ბევრმა გამოავლინა საუკეთესო უნარები. მიიღეს მონაწილეობა მწიგნობარის კონკურსში და ფინალშიც გაიმარჯვა რამდენიმე მოსწავლემ, ასრულებდნენ სისტემატიურად tv.school-ის ტეტსებს და თანაც წარმატებით. მასწავლებელმა წიგნის სიყვარულის მიზნით ჩამოაყალიბა „ნორჩ მკითხველთა წრე“, სადაც ხდება ყოველკვირეულად წაკითხული წიგნის პრეზენტაცია.

დალი მასწავლებელმა ყველა ბავშვი მიღწევების მიხედვით დააჯილდოვა სიგელებით, რაც წამახალისებელი და სტიმულის მომცემია როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მშობლებისთვისაც. მიუხედავად სირთულეებისა, მოსწავლეების სურვილით ჩაატარეს ონლაინ საახალწლო ღონისძიება - „ისევ აღტაცება, ისევ ჟრიამული, ისევ აღმართ-აღმართ სიარული“ . მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებელ ნანი კირკიტაძეს, ინგლისურის მასწავლებელ ლელა თურმანიძეს.

მადლობას ვუხდით განათლების სამინისტროს, ტელესკოლას.  რომ არა მზრუნველი დირექტორი და პედაგოგები ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად წარუმატებელი იქნება. მადლობას გიხდით თავდაუზოგავად რომ შრომობთ, მუდამ სიახლეების ძიებაში ხართ, ზრუნავთ ჩვენი შვილების სწავლა-განათლებაზე.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და იმ სირთულეებისა, რაც ბავშვებს შეხვდათ მაინც აქტიურად არიან ჩართული და ეს საამაყო სკოლის დამსახურებაა გისურვებთ წარმატებებს“,-წერია წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203