„პედაგოგებმა ღირსეულად გაიარეს სტატუსამდე მისასვლელი ყველა ეტაპი“- აჭარისწყლის საჯარო სკოლა მასწავლებლებს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
29-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. 

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს პედაგოგებს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი პედაგოგის კარიერაში. მჯერა რომ ონლაინ სწავლებაში მიღებული გამოცდილება საინტერესო აღმოჩნდა მათთვის, მათი შედეგი ისევე გამოადგება ჩვენს სკოლას, როგორც მათ კარიერულ წინსვლას. პედაგოგებმა ღირსეულად გაიარეს ამ სტატუსამდე მისასვლელი ყველა ეტაპი. უპასუხეს ყველა გამოწვევას. 2018-2019 წელს ერთმა პედაგოგმა მოიპოვა წამყვანის სტატუსი, ამ ეტაპზე კი გარე დაკვირვებას რვა პედაგოგი გადიოდა. თითოეულმა პედაგოგმა დადებითი შეფასება მიიღო.

სკოლის წამყვანი სტატუსის პედაგოგები არიან:
1. მაგული შილაძე-ქართული ენა და ლიტერატურა;
2. შორენა გორგოშაძე-ინგლისური ენა;
3. ნათია სუკონნიკოვა-ინგლისური ენა;
4. გუგული ევგენიძე-ისტორია;
5. ლეილა დევაძე-გეოგრაფია;
6. ნარიკო გვიანიძე-ბიოლოგია;
7. მარინა ყულეჯიშვილი-მათემატიკა;
8. ასმათ თავდგირიძე-დაწყებითი კლასები;
9. ნაზიბროლა იაკობაძე-დაწყებითი კლასები;

„ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და წარმატებულ საქმიანობას პროფესიულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203