ახალქალაქის N3 სკოლის მეოთხეკლასელების კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ბროლიასთან ერთად
29-12-2020

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა პროექტ -„ახალი სკოლის მოდელში“ 2020 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.

მასწავლებლები აქტიურად ესწრებიან ონლაინ შეხვედრებს და ახორციელებენ კომპლექსურ დავალებებს.

სკოლის მეოთხეკლასელებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.

კომპლექსური დავალება, რომლის სამიზნე ცნებები იყო ტექსტი (გაგება-ინტერპრეტირება) და წერითი კომუნიკაცია, მოსწავლეებმა ტარიელ ხავთასის მოთხრობა - „მოხუცი და ბროლიას“ მიხედვით შეასრულეს.

მოსწავლეებმა მასწავლებლის, ცისანა შერგილაშვილის, დახმარებით იმუშავეს სიტყვის გრაფიკული  ორგანიზატორების, კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით და გააგრძელეს მოთხრობა.

„მათთვის სახალისო იყო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა. მოსწავლეებს განსაკუთრებით დავალების ის ნაწილი მოეწონათ, როდესაც მასწავლებელმა მათ მოთხრობაში მომხდარი ამბის მსგავსი სიტუაციის გახსენება სთხოვა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ თავის ლეკვს მოთხრობის მთავარი გმირის პატივსაცემად ბროლია დაარქვა. ბროლია პატრონს დავალების პრეზენტაციის დროსაც უმშვენებდა გვერდს.

დისტანციური სწავლება ბროლიასთვისაც სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203