თბილისის N165 საჯარო სკოლის დირექტორის მაია ჯაბაური 2020 წელს აფასებს. დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს წელი გამოწვევებით იყო სავსე. სკოლის თითოეულმა პედაგოგმა წარმატებით დაძლია გამოწვევებით სავსე წელი და მათი მონდომებით დისტანციური სწავლება შეუფერხებლად წარიმართა.
„2020 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის. დედამიწამ დროებით შეწყვიტა ჩვეული რიტმით ცხოვრება. ნებისმიერი მოქალაქის მიზანი გახდა ახალ რეგულაციებთან შეგუება. განათლების სფეროშიც მოხდა რადიკალური ცვლილებები, განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პროცესში აქტიურად ჩაერთო სსიპ ქალაქ თბილისის N 165 საჯარო სკოლაც. თანადგომის, მეგობრობის, საქმის სიყვარულის, ერთიანობის წყალობით შეუფერხებლად წარიმართა სასწავლო პროცესი, რამაც ოპტიმისტური განწყობა შეგვინარჩუნა და გარკვეული წარმატებაც მოგვიტანა.
სსიპ ქალაქ თბილისის N 165 საჯარო სკოლის კოლექტივი, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, გილოცავთ 2021 წლის დადგომას. დაე, ეს წელი იყოს წინსვლის, წარმატების, სიყვარულის და ჯანმრთელობის საწინდარი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. ერთიანობით და მტკიცე ნებისყოფით შევძლებთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, რადგან არ არსებობს გამოწვევა, რომელიც ადამიანის მიერ დაუძლეველია!“-წერს დირექტორი მაია ჯაბაური.