
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ქეთევან გედევანიშვილთან ერთად, განახორციელეს ონლაინ პროექტი „იყავი ჰუმანური და არა მჩაგვრელი“.
„პროექტი განხორციელდა „სიქასგუნდის“ მხარდაჭერით. შეგახსენებთ ირგანჩაის საჯარო სკოლა 2018 წლიდან ჩართულია „მომავლუს თაობის“ სიქასგუნდის პროექტებში. მოგებული აქვს გრანტი და ტექნიკის კონკურსი. მადლობა სიქასგუნდს ამ შესაძლებლობისთვის, მადლობა ყოჩაღ მოსწავლეებს და მათ პედაგოგს ქეთევან გედევანიშვილს ასეთ რეჟიმში რომ მოახერხეს ამ პროექტის განხორციელება“<-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.