გორისციხეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკლასო ოთახი საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით​ საახალწლოდ მორთეს
28-12-2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ, საკუთარი ხელით შექმნილი რესურსებით მოაწყვეს საკლასო ოთახი, მორთეს ნაძვის ხე და დერეფანი.

მოსწავლეთა აქტიურობაში ჩართულნი იყვნენ პედაგოგები: როდამი მაისურაძე, ნელი ხულელიძე, გულიკო ელოშვილი.

სკოლის დირექცია პედაგოგებს საინტერესო და სახალისო საახალწლო ღონისძიების მომზადებისთვის მადლობას უხდის. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ალექსანდრე ზაგაშვილმა რაიონის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ტკბილეულით სავსე ჩანთები გადასცა. მათ შორის სოფელ გორისციხის მოსწავლეებიც გაახარა. დირექცია, პედაგოგები, მშობლები მადლობას უხდიან მერს პატარების გახარებისთვის.

სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს პედაგოგებს ულოცავს დამდეგ ახალ წელს და მშვიდობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203