ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელმა მათე ფუტკარაძემ საახალწლო ნამუშევარი შექმნა
28-12-2020

ხელვაჩურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულეს. მათ უკვე საახალწლო განწყობა აქვთ და პედაგოგებსაც საინტერესო ნამუშევრებს უგზავნიან.

I კლასის მოსწავლე მათე ფუტკარაძემ საკუთარი ხელით შექმნილი საახალწლო ნამუშევარი წარმოადგინა.

მათემ თავისი შემოქმედებითი ნიჭი თეთრ ფურცელზე გადაიტანა და საახალწლო განწყობა ფერადი ფურცლებისგან და ბამბისგან დამზადებული ნამუშევრით შეგვიქმნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203