
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIბ კლასში, ინგლისურში საინტერესო ონლაინ პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის სახელია - „Make audio Books for excellent Pronunciation “- „აუდიო წიგნების შექმნა შესანიშნავი წარმოთქმებისთვის“.
მე-7 კლასის მასწავლებელმა ია ბლაგიძემ შეარჩია წიგნი - „What a world 1“ .წიგნში მოცემულია საინტერესო ამბები მთელი მსოფლიოდან. ტექსტები მუშავდება ლექსიკურად, მოსასმენების დახმარებით.
დამუშავებულ ტექსტზე კი მოსწავლეები ქმნიან მოკლე ფილმს თავიანთი ინგლისურენოვანი გახმოვანებით.
„ტექსტები გამოდის სერიებად მათ მიერ შექმნილ youtube-ის გვერდზე - „Future Learners“. შეგიძლიათ გამოიწეროთ მათი youtube-გვერდი Future Learners და მიიღეთ ახალი აუდიო წიგნის ახალი სერიები ატვირთვისთანავე. პროექტი მიზნად ისახავს სწორი წარმოთქმების დამუშავებას, ტექსტის შინაარსის გააზრებასა და მისი სურათებით გამოხატვას, ჯგუფური მუშაობის უნარების განმტკიცებას. მოსწავლეები დიდი მონდომებით აფასებენ თითოეულის მზა ვერსიებს, ერთმანეთს უკეთებენ შესწორებებს და საბოლოო ვერსიების ნახვისას თანხმობას აძლევენ მეგობარს ვიდეოს ატვირთვაზე. პროექტი ერთ წელზეა გაწერილი. თვალყური ადევნეთ მათ, შეაფასეთ და გაამხნევეთ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ მოსწავლეთა youtube-ის გვერდი - Future Learners