
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ცისანა შერგილაშვილის დახმარებით, ახალი წლის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.
მეოთხეკლასელებმა ხელოვნების გაკვეთილზე საახალწლო სამზადისის შესახებ ფოტოები წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს power point - ის პროგრამაში პრეზენტაციები, თუ როგორ ხვდებიან მსოფლიოში ადამიანები ახალ წელს. წარმოადგინეს საინტერესო ამბები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციების შესახებ, ხოლო შემდეგ საკუთარი ოჯახების საახალწლო სამზადისზე გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
იხილეთ ფოტო