
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, პაატა ფუტკარაიამ საქართველოს უშუს მე-17 ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
მოსწავლის მწვრთნელი დათა წულაია გახლავთ.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და შემდგომ წინსვლას უსურვებს.