წამყვანის სტატუსს წლის ბოლომდე 3 000 პედაგოგი მიიღებს - როდის და როგორ დაერიცხებათ მათ დანამატი?
29-12-2020

2020-ს პედაგოგების წინსვლის წლად ნამდვილად ვერ დავასახელებთ, იქიდან გამომდინარე, რომ დაანონსებული გამოცდები გადაიდო და შესაბამისად, ბევრი მასწავლებელი უკმაყოფილო დარჩა, რადგან სტატუსის ამაღლება ვერ მოახერხა არსებული გარემოებების გამო. თუმცა როგორც მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, მრავლად გვყავს ისეთი მასწავლებელი, რომელმაც კომპეტენციის დადასტურება შეძლო, უფროსის სტატუსი 10 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო, ხოლო წამყვანის სტატუსი წლის ბოლომდე 3 000-ზე მეტს მასწავლებელს მიენიჭება. 

დაგვეთანხმეთ, რიცხვი მართლაც შთამბეჭდავია და ამ ადამიანებს უნდა მუვულოცოთ, თუმცა აქ საინტერესოა ერთი საკითხი - როდიდან შეძლებენ ისინი სტატუსის დანამატის მიღებას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ იანვარში უკვე მომატებული ანაზღაურება მიიღონ?

Etaloni.ge-მ ეს საკითხი გაარკვია და მასწავლებლებს, რომლებიც მიმდინარე ანუ 2020 წლის ბოლომდე მიიღებენ სტატუსს, დანამატი ავტომატურად დაერიცხებათ. ასე რომ, არანაირი საბუთის წარდგენა არაა საჭირო.

რაც შეეხება იმ წამყვან პედაგოგებს, რომლებმაც კომპეტენციის დადასტურება გამოცდის გადავადების გამო ვერ მოახერხეს, როგორც ბერიკა შუკაკიძემ განმარტა, გამოცდა 2021 წელს იქნება, გაუქმდება კრედიტები და პედაგოგებს, საგნის გამოცდით მოუწევთ კომპეტენციის დადასტურება.

იხილეთ ასევე: 

სტატუსიან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხები განისაზღვრა

მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე განათლების მინისტრის მოადგილე განმარტებას აკეთებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...