ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „თამილა მასწავლებელი“​ გადაიღეს
28-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს.

დოკუმენტური ჟანრის ფილმი, რომელსაც „თამილა მასწავლებელი“ ჰქვია, მოსწავლეებმა პედაგოგ თამილა კურბანოვას მიუძღვნეს, რომელიც სოფელ ჯავშანიანის მკვიდრია. 

ფილმი მოსწავლეებმა პროექტის - „კინო სკოლაში“ ფარგლებში გადაიღეს. პროექტში მოსწავლეები პედაგოგმა ელნურ ველიზადემ ჩართო, რომელიც ამავე დროს მსახიობიც გახლავთ.

„პროექტ „კინო სკოლაში“ ჩემმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და პირველად გადაიღეს თავიანთი ფილმი სახელით - „თამილა მასწავლებელი“, რომელიც არის დოკუმენტური ჟანრის. მადლობას ვუხდით ქალბატონ გვანცა ნარიმანიძეს გაკვეთილებისთვის“,- აღნიშნავს ელნურ ველიზადე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203