თბილისის N142 სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, გლობალურ სასწავლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
28-12-2020

თბილისის N142 საჯარო სკოლას ჰყავს ორი Microsoft Exspert მასწავლებელი ნანა მაჩიტიძე და ეკატერინე ტაბატაძე, რომლებმაც წელს მონაწილეობა მიიღეს Microsoft-ის წლის უდიდეს გლობალურ სასწავლო ღონისძიებაში „Global Connection Learning Day“, რომელშიც ჩართული იყო 110-ზე მეტი ქვეყანა.

„მასწავლებლებმა მოსწავლეებთან: ანი ნოზაძესთან, ანი ჩუბინიძესთან, თამარ რუბაშვილთან, ლუკას ნაცვლიშვილთან, ნუცა გაძაკაშვილთან, ეკატერინე მღებრიშვილთან, შორენა ბარბაქაძესთან, ნინო გვასალიასთან, ბარბარე ბარბაქაძესთან და ანა ბატიაშვილთან  ერთად შეიგრძნეს გლობალური სწავლების ძალა და გაეცნენ შორეულ კულტურებსა და გარემოს სხვადასხვა ქვეყნებში: სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, სერბეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ბანგლადეში, პოლონეთი, პორტუგალია, ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, მათ მოძებნეს პოზიტიური გარემო ამჟამინდელი პანდემიის დროს, გაშალეს ფრთები და იმოგზაურეს დედამიწის გარშემო“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203