
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პირველკლასელები დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული და წარმატებითაც დაასრულეს პირველი სემესტრი.
მოსწავლეები კარგად ფლობენ ანბანს, კითხულობენ შეუფერხებლად, მეტყველებენ გამართულად, აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი.
„მოსწავლეების და მასწავლებლის დამსახურებაა რომლებმაც პირველი სემესტრის ბოლოს მოაწყვეს ასო-ბგერების პრეზენტაცია! წარმოგიდგენთ პრეზენტაციებს...
დირექცია ულოცავს მათ დამდეგ ახალ წელს და უსურვებს მომავალ წარმატებებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები