წყალტუბოს N1 სკოლის კოლექტივი სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლოდ სურსათ-სანოვაგით და სამოსით დაეხმარა
28-12-2020

„სიკეთე  გადამდებია“ - ამ  ეგიდით შეუერთდა ოტია  იოსელიანის  სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის კოლექტივი წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრთა ინიციატივას - საახალწლოდ სურსათ-სანოვაგით, ტკბილეულითა და ტანისამოსით გაეხარებინათ სოციალურად დაუცველთა ოჯახები და საახალწლო განწყობა გაულამაზონ.

სკოლა ხშირად ეხმარება წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს (თავმჯდომარე: ირაკლი კუჭავა. მოადგილე: თამარ ჩიხლაძე) საქველმოქმედო აქციებს და მრავალი საერთო პროექტიც არაერთგზის გა​ნუხორციელებიათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203