თბილისის Ν103 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ კურსდამთავრებულს - მარიამ ნაცვლიშვილს გვაცნობს
28-12-2020

თბილისის Ν103 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია წარმატებულ კურსდამთავრებულს - მარიამ ნაცვლიშვილს გვაცნობს, რომელიც სკოლაში სწავლის დროსაც გამოირჩეოდა თავისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით, ახლა კი სამედიცინო ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტია და ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობს.

„მარიამ ნაცვლიშვილი - ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსამთავრებული! მარიამმა უდიდეს წარმატებას მიაღწია ჯერ კიდევ სკოლის ასაკში: ის ვუნდერკინგსის და კინგსის ქართული ენის ოლიმპიადების საუკეთესო შვიდეულის წევრია! ბიოლოგიის კონკურსით მივლინებაში გუნდთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, პირველი ადგილი აიღო ბლოგერების კონკურსში, სკოლის პერიოდში იყო უამრავი ღონისძიების და პროექტის ორგანიზატორი. 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით მოხვდა სამედიცინო ფაკულტეტზე. ის ამჟამად სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტია, არის ექთანი კოვიდმიმღებ კლინიკებში, კერძოდ კი რეანიმაციულ განყოფილებაში. უნივერსიტეტში, ჩარიცხვების სიაში რეიტინგით პირველი სტუდენტი! არასამთავრობო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „სვლა განვითარებისკენ“ მარიამი მიიწვია სპიკერად თემაზე - „მედიცინა და COVID-19“. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა - კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემები, ამ ყველაფრის კავშირი მედიცინასთან და მედიკოსებთან",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203