თბილისის N45 სკოლის მოსწავლეებმა ჰაკათონში საპრიზო ადგილები დაიკავეს
28-12-2020

თბილისის N45 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები - რეზი დეკანაძე და ელენე ჩხაიძე mBot სიმულატორის ჰაკათონში წარმატბით მონაწილეობდნენ.

19-20 დეკემბერს, ფაბლაბ ტექნოპარკი-Fablab Tech Park -ის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა mBot სიმულატორის ჰაკათონი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონის 11-დან 14 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები. მათ მიმდინარე წლის განმავლობაში, პანდემიის პერიოდში, წარმატებით გაიარეს ონლაინ კურსი-ტრენინგი „mBot სიმულატორი & MBlock“.

20 დეკემბერს, ჰაკათონის ფარგლებში გუნდური პრინციპის მუშაობით, გამოვლინდნენ საუკეთესო და აქტიური მონაწილეები, თავიანთი დაპროგრამებული რობოტით.

გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის არიან თბილისის N45 სკოლის VI კლასის მოსწავლეები :

I ადგილი რეზი დეკანაძე;

III ადგილი ელენე ჩხაიძე.

სკოლა ულოცავს მათ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203