
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექცია 9 პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს.
მასწავლებლებმა: ნათია ტიკარაძემ, ნანი კვერენჩხილაძემ, მაია ანდღულაძემ, ნანა ჩხარტიშვილმა, ხათუნა კვერენჩხილაძემ, თამარ გეგუჩაძემ, თამარ სარიშვილმა, მზიური მანაგაძემ და ავთანდილ კილაძემ სტატუსის ასამაღლებლად, პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები წარმატებით გაიარეს და მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
დირექცია პედაგოგებს წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.