სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში მედლები მოიპოვეს
25-12-2020

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები „კინგსის“ ოლიმპიადაში -„ყველაზე წარმატებული მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად მონაწილეობდნენ. 

სკოლას ჰყავს წარმატებული ფინალისტები: ოქროს მედლები მოიპოვეს IV კლასის მოსწავლე გიორგი ძიგუამ,  VI კლასის მოსწავლეებმა - ლუკა კობახიამ და ნია ნიკურაძემ,  ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა  VI კლასის მოსწავლე - ნია  კუცია.  

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.

„სამტრედიის N3 საჯარო სკოლა ულოცავს ამ წარმატებას ჩვენ სასახელო გოგო-ბიჭებს. ვუსურვებთ უამრავ წარმატებას, წინსვლასა და დასახული მიზნების ღირსეულად მიღწევას.  არაერთხელ  გვეამაყოს ჩვენი მოსწავლეების ღირსეული წარმატებებით“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203