
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების აღმამედლოსა და არაფლოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სახალისო ვიქტორინა გამართეს. ვიქტორინა ონლაინ ფორმატით გაიმართა.
„ასე გავისტუმრეთ უცნაური 2020 წელი და გზა დავულოცეთ ახალ 2021 წელს. ტრადიციული მეგობრული შერკინება, მხოლოდ ონლაინ. აღმამედლოს და არაფლოს საჯარო სკოლის ფანტასტიკური მოსწავლეები. ბევრი ლექსი, სიმღერა, რებუსები, ახალ წელთან დაკავშირებული ინტერაქტიური თამაშები და კროსვორდები. პანდემიას არ მივცემთ საშუალებას ახალი წლის სიხარული გაუუფერულოს ბავშვებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.