„ლამაზი ცრემლები“ - ჭვინთის საჯარო სკოლაში რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 94-ე წლისთავი აღნიშნეს
25-12-2020

ახალციხისმუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში 20 დეკემბერს ქართველი მწერლის - რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 94-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო აღინიშნა სახელწოდებით: „ლამაზი ცრემლები“.

საღამოს მსვლელობისას მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები, ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე, განიხილეს საყვარელი პერსონაჟები. 

მწერლის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა ქართული ენის პედაგოგმა მანანა ჩინჩალაძემ.

საღამოს ესწრებოდნენ ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გაგნიძე და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203